სტაჟირება

       

მათთვის,  ვინც უკვე გაიარა  თეორიული კურსები საბუღალტრო აღრიცხვაში  და სურს მუშაობის  დაწყება ბუღალტრად, მაგრამ  არ  ყოფნით შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, რათა დამოუკიდებლად აწარმოონ  საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტაცია, ან არიან  ახალბედა ბუღალტრები, რომელთაც  ესაჭიროებათ მეტი პრაქტიკული (თეორიული და კომპიუტერული) საბუღალტრო  უნარჩვევების შეძენა და პრაქტიკაში რეალიზება, ასევე მათთვის,  ვინც ადრე მუშაობდა ბუღალტრად,  ვიდრე საერთაშორისო სტანდარტებით მოხდებოდა ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ,– შპს  „ბალანს-ჯგუფი“  გთავაზობთ  სტაჟირებას პრაქტიკულ და კომპიუტერულ ბუღალტერიაში.
სტაჟირების  პერიოდში მსმენელი რეალურად იმუშავებს  კომპიუტერულ პროგრამა „ორისში.   პროფესიონალი სპეციალისტის დახმარებით შეძლებს დამოუკიდებლად აწარმოოს პირველადი დოკუმენტაციის პროგრამაში შეყვანა,  დალაგება,  ფინანსური ანგარიშგება.  მოქმედი ორგანიზაციების მაგალითზე,  რეალური ბუღალტრული დოკუმენტებით გაეცნობა მოსახურების,  ვაჭრობის  და  წარმოების  სფეროს. ასევე შეისწავლის  სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების, აქტების, ინვოისების, ოქმების და .. დოკუმენტაციის შექმნას  და  წარმოებას.
პროგრამა მოიცავს:
პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას;
საბანკო და სალარო ოპერაციების მოწესრიგებას;
სახელფასო უწყისის მომზადებას;
ანგარიშსწორებას მყიდველებთან და მომწოდებლებთან;
ვაჭრობაწარმოებას, რომელიც მოიცავს პროდუქციის წარმოებასა და საწყობში საქონლის მოძრაობის აღრიცხვას და განკუთვნილია სავაჭრო და საწარმოო ორგანიზაციებისთვის;
ძირითადი საშუალებების აღრიცხვას;
კორექტირებას საბუღალტროსა და საგადასახადო აღრიცხვიანობას შორის;
მოგებაზარალის ანგარიშგების შედგენას;
გადასახადებსა და დეკლარაციების შევსებას;
ხელშეკრულებების, აქტების ჩამოყალიბებას;
უახლოეს ცვლილებებს სსკში;
თეორიული მასალის ნაწილს, ტესტების და ამოცანების დამუშავებას. პრაქტიკულ სავარჯიშოებს;
კურსის ხანგრძლივობა 2 თვე – 24 ლექცია
 საკონსულტაციო მომსახურება :
 ბუღალტრებისთვის  საათობრივი კონსულტაცია , როგორც თეორიულ მასალაში, ასევე საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებში.
ერთი კონსულტაციისღირებულება–20 ლარი 
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე info@balancegroup.ge
კომპანიის ვებ-გვერდი: www.balancegroup.ge

© BalanceGroup.ge 2014 ყველა უფლება დაცულია.